კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო, წინასწარ ნერვიულობას აზრი არ აქვს, ამბობენ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები. 13 მაისს მათ ვებგვერდზე ოპტიმიზმის 5 მთავარი მიზეზი დაასახელეს, თუ რიგითი მოქალაქეებისთვის რატომ არ ღირს ამ ვარიაციებზე პანიკა.
1. ვაქცინები ჯერჯერობით კარგად გვიცავენ
2. აცრილებს თუ კოვიდ-19 დაგვემართა, ვაქცინა ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან აუცილებლად დაგვიცავს
3. ანტისხეულები მხოლოდ დაცვის ერთი ნაწილია. ორგანიზმის T-უჯრედებიც კარგად გვიცავს სარს-კოვ-2-ის ვარიანტებისგან
4. თუ დაცვა დროთა განმავლობაში შესუსტდა, ვაქცინის დამატებით დოზას მივიღებთ. ამაზე „მოდერნა“ და „ფაიზერი“ უკვე მუშაობენ
5. ვარიანტებში სხვადასხვა მუტაციის კარგი მხარე: ეს მიანიშნებს, რომ ვირუსმა შესაძლოა ადაპტაციის გზები ბოლო-ბოლო ამოწუროს
Your browser doesn’t support HTML5