ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მწვავდება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას, სადაც ის ამბობდა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩინეთმა მოისყიდა, ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაიკ პომპეოს განცხადების შინაარსი უარყო და თქვა, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.
"არასწორია და მიუღებელი. მის სიტყვებს არანაირი საფუძველი არ აქვს,"- ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ასევე ნახეთ: რამდენად მომაკვდინებელია ახალი კორონავირუსიროგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მაიკ პომპეომ დიდ ბრიტანეთში გამართული შეხვედრების დროს ბრიტანელ პოლიტიკოსებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ჩინეთმა მოისყიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ორგანიზაციის მთავარი ამოცანა სწორი და დროული რეკომენდაციების შემუშავებაა, რათა პანდემიასთან ბრძოლა იყოს ეფექტური. აქვე ის აცხადებს, რომ თემის პოლიტიზირება უკვე თვეებია მიმდინარეობს, რისი დროც ახლა არ არის.
ასევე ნახეთ: ამერიკამ კოვიდ-19-ის ვაქცინის ფასი განსაზღვრაამავე თემაზე ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმღვანელმა მარია ვან კერხოვემ. ის ამერიკის მოქალაქეა და ორგანიზაციაში 10 წლის განმავლობაში მუშაობს, მისი თქმით ის ამაყია რომ ამ ორგანიზაციაში მუშაობის საშუალება აქვს ასეთ რთულ ვითარებაში. მეტიც, კერხოვე ამბობს, რომ მისთვის პატივია ტედროს ადჰანომ გებრეიესუსთან მუშაობა.