ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ყველა ხელემისაწვდომ მტკიცეებულებაზე დაყრდნობით, ჩინეთში გაჩენილი კორონავირუსი, ცხოველური წარმომავლობისაა და არ ეტყობა, რომ ის ლაბოლატორიაშია შემუშავებული ან მანიპულირებული.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ცდილობდა დაედგინა შეიქმნა თუ არა კორონავირუსი ჩინეთის ვუჰანის პროვინციაში არსებულ ლაბორატორიაში.
„ჩვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსს ცხოველური წარმომავლობა აქვს და ის არ არის მანიპულირებული ან შექმნილი ლაბორატორიაში ან სადმე სხვაგან,“ განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა ფედელა ჩაიბიმ.
მან ასევე დასძინა, ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, თუ როგორ გადმოხტა ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე, მაგრამ ერთი რამ „უდავოა,“ რომ არსებობდა შუამავალი მატარებელი ცხოველი. „მას ეკოლოგიური რეზერვუარი, ყველაზე დიდი ალბათობით, ღამურებში აქვს, მაგრამ როგორ გადმოვიდა ვირუსი ღამურიდან ადამიანზე, ჯერ ისევ უნდა ინახოს და გამოვლინდეს.“
მან არ უპასუხა შეკითხვას იმაზე, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ვირუსმა ლაბორატორირიდან გაჟონა. ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომ კორონავირუსი სწორედ იქ შეიქმნა და იქიდან გაჟონა, უსაფუძვლო ჭორია.
შეერთებული შტატების მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით თქვა, რომ „ჩვენ ჯერ ისევ ვაფასებთ სიტუაციას, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას უკავშირდება. ჩვენ შევაფასებთ მდგომარეობას და ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ნებისმიერი ჩავარდნის შესავსებად.“
მან ასევე დასძინა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მომავალი წლის ბიუჯეტის 81 პროცენტი უკვე აქვს. ეს ორგანიზაციის ორწლიანი ბიუჯეტის 4.8. მილიარდი დოლარის ნაწილია. შეერთებული შტატები ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი დონორია. ჯამოს ასევე დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს ბილ გეითსის ფონდი და დიდი ბრიტანეთის მთავრობა.