ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, "უარესს, ჯერ კიდევ უნდა ველოდეთ."
"გვენდეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის. მოვახდინოთ ამ ტრაგედიის პრევენცია, ეს ვირუსია, რასაც უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს" - აცხადებს ტედროს ადჰანონ გებრეიესუსი.
გებრიესუსმა კორონავირუსი, რომლითაც მსოფლიოში 2 500 000 -ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და 170 000-ზე მეტი გარდაცვლილი, 1918 წლის "ესპანური გრიპის" პანდემიას შეეადარა. გასულ საუკუნეში პანდემიას, 100 000 000 ადამიანი ემსხვერპლა. გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კოვიდ-19 ასეთი საშინელი შედეგით არ უნდა დასრულდეს.
"ჩვენ ახლა გვაქვს ტექონლოგია, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ეს უბედურება, კრიზისი" აცხადებ გებრეიესუსი.