ოთხშაბათს, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 78 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 18 ათასი შემთხვევა აღირიცხა.
ეს ინფორმაცია მან „კოვიდ-19“- ს შესახებ განახლებული ინფორმაციის გეგმური წარმოდგენის დროს, შესავალ სიტყვაში გააჟღერა. ჯანმოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა აღირიცხა, დაავადების შემთხვევების 10 პროცენტის შემთხვევაში, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია მოხდა.
ასევე ნახეთ: მაიმუნის ყვავილის შემთხვევები იზრდება, კომპანიები ტესტერების დამზადებაზე გადაერთნენჯანმოს დირექტორმა თქვა, რომ დაავადების აფეთქების შეკავება შესაძლებელია, თუ ქვეყნები, თემები და ცალკეული პირები ვირუსის რისკს სერიოზულად მიიღებენ.
ამჟამად დაავადების შემთხვევების 98 პროცენტი ჰომოსექსუალური კავშირების მქონე მამაკაცებს შორისაა. ჯანმოს გენერალური დირექტორის რეკომენდაციაა, სქესობრივი პარტნიორების რიცხვი შეამცირონ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს დისკრიმინაციის გამოვლენა, რადგან ნებისმიერი სტიგმა ან სიძულვილი „შეიძლება საშიში იყოს, რადგან დაავადების აფეთქების გამოწვევა ნებისმიერ ვირუსს შეუძლია“.
მაიმუნის ყვავილი, რომელიც ჯანმომ გასულ კვირაში გლობალურ საგანგებო ვითარებად გამოაცხადა, პიროვნებიდან პიროვნებაზე სქესობრივი კონტაქტით, კოცნით, ჩახუტებით და დაბინძურებული სამოსით, პირსახოცებით და ლოგინის თეთრეულით შეიძლება გავრცელდეს.
ჯანმო მათ, ვისაც შეხება ჰქონდა და შეხების მაღალი რისკის ქვეშაა, მაგალითად ჯანდაცვის მუშაკებს, ლაბორატორიების თანამშრომლებს და მრავლობით სქესობრივ პარტნიორთა მქონეთ, მიზნობრივ ვაქცინაციას ურჩევს. ჯანმო ამჟამად მასობრივი ვაქცინაციის წინააღმდეგია.