ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, თეთრი სახლის "ვარდების ბაღი" მალე იერსახეს შეიცვლის. ამერიკის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ორშაბათს ბაღში ჩასატარებელი ცვლილებების გეგმაზე ისაუბრა.
საკულტო "ვარდების ბაღი", ახლანდელი დიზაინით პრეზიდენტ ჯონ კენედის დროიდან შემორჩა. თუმცა, პირველი ლედი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც იქ წლების განმავლობაში ქორწილები, სადილები და პრეს-კონფერენციები ტარდებოდა, ახლა ბაღის "ყოვლისმომცველი განახლებაა" აუცილებელი. სწორედ ამ ბაღში იწყალებს აშშ-ის პრეზიდენტი ყოველ წელს მადლიერების დღეს ინდაურს.
მელანია ტრამპის თქმით, ვარდების ბაღის დიზაინი მისი "საუკეთესო" პროექტი იქნება. პირველი ლედი თვლის, რომ დიზაინის შეცვლის შემდეგ, ბაღის "სილამაზე და ფუნქციები" გაიზრდება და წარსული და აწმყო ერთმანეთს "ჰარმონიაში" შეერევა.
ასევე ნახეთ: თეთრი სახლი კორონავირუსთან დაკავშირებულ ბრიფინგებს აღადგენსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარდების ბაღს, ბოლო დროს, ხშირად იყენებს პრეს-კონფერენციებისა თუ პირდაპირი ეთერით მიმართვებისვის. ეს პრაქტიკა, რომელიც პრეზიდენტმა პანდემიის პირობებში შემოიღო, სავარაუდოოდ კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
მელანია ტრამპის თქმით, ვარდების ბაღს თავის თავდაპირველ, 1962 წლის დიზაინთან მიახლოებული იერსახე ექნება.