თეთრი სახლი უარყოფს მთავრობის უწყების ინფორმაციას ვირუსით გარდაცვალების რიცხვის გაორმაგებაზე

თეთრი სახლი უარყოფს ამერიკის მთავრობის ერთერთი უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშს და ინფორმაციას, რომ ივნისის პირველი რიცხვისთვის, ამერიკაში ვირუსით გარდაცვალების რიცხვი გაორმაგდება.

თეთრი სახლის სპიკერმა, ჯად დირმა, ეს საკითხი ორშაბათს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად განიხილა. მანამდე გადაუდებელი სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო პროგნოზირებდა, რომ თვის ბოლოს ყოველ დღე, ვირუსის, 200,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდება.

ორშაბათს, გაზეთმა "ნიუ-იორკ თაიმსმა" ეს პროგნოზი გამოაქვეყნა.

თეთრი სახლის სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ ეს არ არის " თეთრი სახლის, ან კორონავირუსთან მებრძოლი ჯგუფის მიერ გავრცელებული დოკუმენტი. ეს რიცხვები არ ასახავს კორონავირუსზე მომუშავე ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ, ან მათ გაანალიზებულ მონაცემებს".

სპიკერის თქმით, "ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობა პრეზიდენტ ტრამპის მთავარი პრიორიტეტია და ეს ასეც იქნება იმის პარალელურად, რომ გაგრძელდება შტატებზე დაკვირვება აკრძალვების შემსუბუქებისას".