„უცხოელი გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობიდან 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამჟამად უმრავლესობის რიგებში 83 დეპუტატია. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების გარდა, კანონპროექტს მხარი დაუჭირა „ევროპელი სოციალისტების" წევრმა ფრიდონ ინჯიამ, მის თანაპარტიელებს კი პროექტისთვის ხმა არ მიუციათ.
„ქართული ოცნების" რიგებიდან კენჭისყრას ესწრებოდა ოთხი ისეთი დეპუტატი, რომლებმაც კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს.
ესენი არიან:
- ირაკლი მეძმარიაშვილი
- დავით სერგეენკო
- ქეთევან დუმბაძე
- ვლადიმერ ჩაჩიბაია
სხდომას არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების" წევრები: ელგუჯა გოცირიძე, ირაკლი კოვზანაძე და გიორგი ხელაშვილი.
გთავაზობთ, საპარლამენტო უმრავლესობის 76-წევრიან სიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოელი გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს:
- ამილახვარი გიორგი;
- ბენაშვილი გია;
- ბერაია ირაკლი;
- ბერაია დაჩი;
- ბერაძე რიმა;
- ბითაძე მაია;
- ბოლქვაძე ანზორ;
- ბოლქვაძე ელისო;
- ბოჭორიშვილი მაკა;
- დავითულიანი ბექა;
- დალაქიშვილი ალექსანდრე;
- დარგალი ზაურ;
- დასენი ისკო;
- დუგლაძე ზაალ;
- ენუქიძე გოჩა;
- ვოლსკი გიორგი;
- ზავრადაშვილი ირმა;
- ზარქუა ირაკლი;
- თალაკვაძე არჩილ;
- თოლორაია ედიშერ;
- ინჯია ფრიდონ;
- იონათამიშვილი რატი;
- კაჭარავა დავით;
- კახაძე ლადო;
- კახიანი გიორგი;
- კახიშვილი კახა;
- კვიჟინაძე პაატა;
- კვიციანი ბაია;
- კიურეღიანი სუმბატ;
- კობახიძე ირაკლი;
- კობიაშვილი ლევან;
- კონცელიძე რესან;
- ლაშხი მარიამ;
- ლომინაძე ზაზა;
- მათიკაშვილი დავით;
- მანუკიანი სამველ;
- მაჭარაშვილი გურამ;
- მგალობლიშვილი ლევან;
- მდინარაძე მამუკა;
- მეზურნიშვილი ირაკლი;
- მენაღარაშვილი მაია;
- მეშველიანი გოგი;
- მირზოევი სავალან;
- მიქანაძე გივი;
- მიქელაძე ზაალ;
- ობოლაშვილი ანტონ;
- ოდიშარია ბექა;
- ოხანაშვილი ანრი;
- პაპუაშვილი შალვა;
- სამხარაული გელა;
- სამხარაძე დიმიტრი;
- სამხარაძე ნიკოლოზ;
- სანიკიძე ვიქტორ;
- სარჯველაძე მიხეილ;
- სეფაშვილი ეკა;
- სონღულაშვილი დავით;
- სუბარი სოზარ;
- ტაბატაძე ალექსანდრე;
- ტურძელაძე ნოდარ;
- ქადაგიშვილი ირაკლი;
- ქარუმიძე ლევან;
- ღუდუშაური ალუდა;
- ყაველაშვილი მიხეილ;
- შატაკიშვილი ირაკლი;
- ჩანქსელიანი გოდერძი;
- ჩიგოგიძე ვასილ;
- ჩიქოვანი ირაკლი;
- ცაგარეიშვილი გია;
- წაქაძე ბეჟან;
- წილოსანი ნინო;
- წილოსანი ხატია;
- წიწავა გრეტა;
- ჭიჭინაძე გივი;
- ხაბარელი შოთა;
- ხუნდაძე დიმიტრი;
- ჯაფარიძე ვიქტორ.
დღეს, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კენჭისყრა დარბაზში ოპოზიციის პროტესტისა და შეძახილების ფონზე ჩაატარეს.
მმართველმა პარტიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ განხილვა დღესვე დაეწყოთ.
პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტები არა ამერიკული, არამედ რუსულია და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს. იგივე პოზიცია აქვთ ევროკავშირს, აშშ-ს, საქართველოს სხვა პარტნიორ ქვეყნებს, საერთაშორისო დონორ და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.