კოვიდ-19 და ფეხმძიმობა
სინგაპურელი ექიმები იკვლევენ რა გავლენა აქვს კოვიდ-19-ს ორსულ ქალებსა და მუცლადმყოფ ნაყოფზე. მიმდინარე თვის დასაწყისში, ახალშობილს, რომელიც ინფიცირებულ დედას შეეძინა, ახალი კორონოვირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა.
იმის უკეთ გასაგებად, შესაძლებელია თუ არა ორსულობის დროს ინფექციის, ან ანტისხეულების გადაცემა, სინგაპურელ მკვლევრებთან ერთად, ძალისხმევას არ იშურებენ საერთაშორისო ექსპერტებიც.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა ფეხი მოიტეხაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არის დადგენილი, შესაძლებელია თუ არა, დედისგან ნაყოფზე, ან მშობიარობის დროს, ვირუსის გადაცემა.
„ნოვავაქსი“ ვაქცინის გამოცდას აგვიანებს
ფარმაკოლოგიური კომპანია „ნოვავაქსი“ აცხადებს, რომ მან უკან გაიწვია ბოლო ეტაპის გამოცდა, რომელიც აშშ-ში უნდა ჩატარებულიყო. კომპანია აცხადებს, რომ ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდის ბოლო ეტაპის დაწყებას, ნოემბრის ნაცვლად, დეკემბრის მომდევნო კვირებში შეძლებს. „ნოვავაქსმა“ იგივე, ბოლო ეტაპის გამოცდა უკვე ჩაატარა გაერთიანებულ სამეფოში. კომპანიას ექსპერიმენტული ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
„ლოქდაუნმა რა ჰქმნა“
ბრიტანეთში, ერთთვიანი „ლოქდაუნის“, სრული ჩაკეტვის შემდეგ, კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელმა 30%-ით იკლო. ამ შედეგებს, ფართომასშტაბიანი კვლევა აჩვენებს, რომელშიც 100 000 მოახლისე მონაწილეობდა.
ასევე ნახეთ: "ასტრაზენეკა" კოვიდ-19-ის ვაქცინის გავრცელებამდე დამატებით ცდებს ჩაატარებსეორვნული მასშტაბის „ლოქდაუნი“ ბრიტანეთში 5 ნოემბერს მეორედ გამოცხადდა. მიზეზი ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გახდა, მიზანი კი ჯანდაცვის სიტემის დაცვა. ქვეყანა შეზღუდვების რეგიონულ, ე.წ. წერტილოვან მდგომას 2 დეკემბრიდან დაუბრუნდება.
თურქეთში კოვიდ-19-ით სიკვდილობა მატულობს
მიუხედევად ხელისუფლების მცდელობისა შეეჩერებინა პანდემიის მეორე ტალღა, თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ბოლო შვიდი დღის განმავლობაში რეკორდულად მაღალია.
თურქეთის მთავრობამ, ვირუსის გავრცელების შესაზღუდად, უფრო მკაცრი შეზღუდვები ერთი კვირის წინ დააწესა მათ შორის, კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას გადაადგილების შეზღუდვა. გარდა ამისა, სწავება ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, კაფეებს და რესტორნებს კი სტუმრების ადგილზე მიღება აეკრძალა - ისინი მხოლოდ თან წაღების, ან მიტანის სერვისზე მუშაობენ.
ასევე ნახეთ: სამხრეთ კორეაში უსიმპტომო ინფექციების რიცხვი იზრდებამხოლოდ გასულ 24 საათში, თურქეთში ინფიცირების 29 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
მალარია - კოვიდ-19
სუბსაჰარულ აფრიკაში, მალარიით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობას გადააჭარბებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საუბრობს.
ასევე ნახეთ: ჩრდილოეთ კორეა კოვიდ19-ის ვაქცინის მოპარვას ჰაკერების დახმარებით ცდილობაჯანმოს მონაცემებით, გასულ წელს, მსოფლიოში მალარიით 409 000 ადამიანი დაიღუპა, მათგან უმეტესობა აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები არიან.