10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ეფლის“ თანადამფუძნებელმა სტივ ჯობსმა პირველი აიფონი წარუდგინა საზოგადოებას. სხვა კომპანიებთან კონკურენცია სმარტფონების დიდ ბრძოლად იქცა, თითოეული მათგანი ცდილობს დანარჩენებს ფუნქციებითა თუ დიზაინით აჯობოს. წელს "ეფლის" ყველაზე დიდმა კონკურენტებმა "სამსუნგმა" და "ელ-ჯიმ" თავიანთი განახლებული ტელეფონები უკვე გამოუშვეს, ასე რომ "ეფლის" სმარტფონებს ახლა ყველა განსაკუთრებულად ელოდება.
სმარტფონის ახალი ვერსიის გამოშვებას მნიშვნელობა არ აქვს თუ მას ისეთი ფუნქიცა არ აქვს დამატებული, რაც მომხმარებელს დაარწმუნებს, რომ ის მას „აუცილებლად უნდა ჰქონდეს“
ერთი წლის წინ გამოშვებული "აიფონ 7" სულ მცირედით ჯობდა
"აიფონ 6"-ს, ასე რომ წელს მას კონკურენტებმა მალევე აჯობეს.
ნიკოლ სკოტი, მობილური ტექნოლოგიების ბლოგის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალმა სმარტფონებმა "აიფონ 7" უკან ჩამოტოვა, ასე რომ, ახლა "ეფლს" მოუწევს განსკაუთრებული, გამორჩეულად ძვირფასი და განახლებული სმარტფონი წარუდგინოს საზოგადოებას.
ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა ყველაფერი ხელოვნურ ინტელექტზეა დამოკიდებული. გასულ კვირას ბერლინში გამართულ ელექტრონიკის საერთაშორისო შოუზე, ჩინურმა ელექტროგიგანტმა "ჰუავეიმ" წარმოადგინა თავისი ახალი სმარტფონის პროცესორი, რომელსაც, როგორც ამტკიცებენ, შეუძლია გაუმკლავდეს ისეთ ოპერაციებს, რომლებიც მანამდე "ქლაუდზე" მუშავდებოდა.
Your browser doesn’t support HTML5
რიჩარდ იუ, "ჰუავეის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ისინი ამ ტექნოლოგიას ნერვული ქსელის მქონე პროცესორს უწოდებენ, რადგან მას, ამ უმცირესი ზომის ჩიპს, 5.5 მილიარდი ტრანსისტორი აქვს.
ნიკოლ სკოტიც ამბობს, რომ თუკი ეს მართლაც შესაძლებელი გახდება, ეს მონაცემთა გადაცემისთვის საწირო დროს შეამცირებს და ტელეფონს გაცილებით "ჭკვიანს" გახდის.
გარდა ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ ახალ "აიფონს" ორგანული დიოდის ეკრანი ექნება, შესაძლოა ჰქონდეს უკაბელო დასატენი სისტემა, თუმცა ეს ყველაფერი სხვა ტელეფონებშიც გვინახავს. მთავარი ტექნოლოგიური "ნახტომი" კი სავარაუდოდ, სახის ამომცნობი მექანიზმი იქნება, რაც ტელეფონის მფლობელს საშუალებას მისცემს ის შეხების გარეშე განბლოკოს.
„ეფლი" თვითონ ქმნის სხვადასხვა გამოცდილებას, აიოლებს მას, ხალხისთვის მის გამოყენებას უფრო მარტივს ხდის. ესაა უფრო მნიშვნელოვანი და ესაა ის, რასაც "ეფლი" ნამდვილად ძალიან კარგად აკეთებს", - ამბობს მაიკლ ჯოშ ვილანუევა, ვებგვერდ "Gadget Match"-ის წარმომადგენელი.
"ეფლი" სხვა პროდუქტებთან ერთად ახალ "აიფონს" საზოგადოებას 12 სექტემბერს წარუდგენს.