ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემია ქართველმა კადეტმა დაამთავრა

"ამერიკის გადარჩენა და ცივილიზაციის სიმტკიცე თქვენნაირების ხელშია" - უთხრა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს, ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებს საზეიმო ცერემონაზე. მათ შორის იყო ქართველი კადეტი ზვიად ჯოლოხავა.

ასევე ნახეთ: აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიას ორი ქართველი კადეტი ამთავრებს

ნიუ-იორკის შტატში გამართულ აკადემიის დამთავების ამ ცერემონიაზე 1,107 კადეტი შეიკრიბა. ღონისძიება კი პირველი იყო პრეზიდნტ ტრამპისთვის, რომელმაც ვესტ-პოინტში, პრესტიჟული სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა. ვესტ-პოინტი ამერიკის სამხედრო აკადემიებს შორის ერთ-ერთია.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეკრებილებს და ასევე აღნიშნა, რომ ხვალ ამერიკა შიარაღებული ძალების დაარსებიდან 245-ე წლისთავს იზეიმებს.

ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპმა ქართველ კადეტს დიპლომი გადასცა

აშშ-ის 50 შტატის გარდა, წელს აკადემია უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლებმაც დაამთავრეს, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, კოსოვოდან, საქართველოდან, ტანზანიიდან, სამხრეთ კორეიდან და სხვა.