მასშტაბური შეფერხების შემდეგ, ათასობით სამთავრობო, ახალი ამბებისა და სოციალური მედიის ვებ-გვერდები მუშაობას განაგრძობს.
თითქმის ერთი საათის განმავლობაში მუშაობა შეწყვეტილი ჰქონდა ისეთი მსხვილი ორგანიზაციების ვებ-გვერდებს, როგორიცაა „რედითი“, „ამაზონი“, ტელეკომპანია „სიენენი“, „ფეიფალი“, ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ და ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“.
ირკვევა, რომ შეფერხების მიზეზი, აშშ-ში ბაზირებული პროვაიდერი კომპანია „ფასტლია“. პრობლემის შესახებ უკვე საუბრობს თავად კომპანია. პროვაიდერის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დადგენის მიზნით, გამოძიება მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ: საფრანგეთმა "გუგლი" 268 მილიონი ამერიკული დოლარით დააჯარიმაკომპანია, რომელიც სამთავრობო და მსხვილი ორგანიზაციების ვებ-გვერდებს ემსახურება, ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და მისი კაპიტალი 5 მილიარდი დოლარია. მისი ფუნქციაა, ორგანიზაციების ვებ-გვერდების კონტენტი, ნაკლებად გადატვირთული მარშრუტის გამოყენებით გაავრცელოს, რაც დამკვეთს საშუალებას აძლევს მომხმარებელს ინფორმაცია და მომსახურება უფრო სწრაფად მიაწოდოს.
პრობლემები შეექმნა ასევე დიდი ბრიტანეთის სამთავრობო პორტალს gov.uk. შეფერხებით მუშაობდა გამოცემების “გარდიანის”, “ფაინენშალ თაიმსის” და “ბლუმბერგ ნიუსის” ვებ-გვერდები. ამასთან, „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ აღნიშნულს შესაძლოა პრობლემა შეექმნა პანდემიის კონტექსტში, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პროცესისთვის , ან კოვიდ-19-ზე ტესტირების კუთხით.
„Downdetector.com”- თანახმად, შეფერხების დაწყებისთანავე, სოციალურ ქსელ „რედითის“ 21 000 მომხარებელი პრობლემის შესახებ საუბრობდა. იმავე პრობლემების შესახებ საუბრობდა „ამაზონის“ ათასობით მომხმარებელი.