შაბათს ვაშინგტონში ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია
მას მერე, რაც შეერთებული შტატების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში რეკორდულმა სიცხემ 30 ადამიანი იმსხვერპლა, მილიონობით ამერიკელი კანადიდან წამოსული ცივი მასების ზემოქმედების გამო- ტემპერატურის ვარდნას მოელის.
ვისკონსინის და კანზასის შტატებში მაღალი ტემპერატურის გამო ელექტორენერგია გაითიშა. ჩიკაგოში გაუსაძლისმა სიცხემ 10 ადამიანი იმსხვერპლა.
შაბათს ვაშინგტონში ტემპერატურა 40 გრადუსამდე ავიდა. დედაქალაქის ზოგიერთ უბანს დღემდე არ მიეწოდება ელქტორენერგია, რაც ერთი კვირის წინ თავს დამტყდარმა ქარიშხალმა გამოიწვია.
ამინდის ეროვნული სამსახურის განცხადებით, ტემპერატურა ორშაბათიდან დაიკლებს და ამ სეზონისთვის შესაფერის დონემდე დავა. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვეყანას ქარიშხლების ახალი ტალღა მოელის.