შობა-ახალი წლის წინ, თეთრი სახლის სადღესასწაულო მორთულობის წამყვან თემად, ჯილ ბაიდენმა ამერიკის კონსტიტუციის პირველი სიტყვები შეარჩია: "ჩვენ, ხალხი" (We the People). ამით პირველი ლედი ხაზს უსვამს რიგითი ამერიკელების მნიშვნელობას და მათ წვლილს ქვეყნის ისტორიაში.