უზენაესი სასამართლო პრეზიდენტის საქმეს განიხილავს, კონგრესი და თეთრი სახლი კი ეკონომიკას შეაფასებენ

კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ თეთრი სახლის პასუხზე მსჯელობის კვალდაკვალ, ადმინისტრაცია და კონგრესი აკვირდებიან თუ როგორ მიმდინარეობს ეკონომიკის გახსნის პროცესი.

თუმცა პანდემიის კვალდაკვალ აქტუალური რჩება საარჩევნო პროცესიც და პოლიტიკური დებატები. არჩევნებამდე ექვსი თვე დარჩა.

საარჩევნო პროცესზე შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ. სასამართლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის საგადასახადო და ფინანსური მონაცემების გასაჯაროების საქმეს განიხილავს. უზენაესი სასამართლო საქმეს ტელეფონით მოისმენს. გადაწვეტილებას შესაძლოა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი როლი ქონდეს. თუ უზენაესი სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია ეს ინფორმაციაა გაასაჯაროოს, ტრამპს მალევე მოუწევს მისი ფინანსური ანგარიშების წარდგენა.

ამის პარალელურად, შეერთებული შტატების სენატმა სხდომები, რომლებიც პანდემიის შედეგად დროებით შეწყვეტილი იყო, განაახლა. წარმომადგენელთა პალატაში სეისები ჯერჯერობით არ აღუდგენიათ. თუმცა, ხუთშაბათს, წარმომადგენელთა პალატის პანელი რიკ ბრაითს მოუსმენს. ის მამხილებელია, რომელიც აცხადებს, რომ სამსახურში მას შემდეგ ჩამოაქვეითეს, რაც პოლიტიკური ზეწოლის წინააღმდეგ წავიდა კოვიდ-19-ის სამკურნალოდ "ჰიდროქსიქლოროქინის" ("პლაქვენილი") გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა. თანამდებობიდან გაშვებამდე, ბრაითი ჯანდაცვის დეპარტამენტში ბიომედიცინის მოწინავე კვლევითი განყოფილების დირექტორი იყო. ის ამტკიცებს, რომ თავიდანვე ითხოვდა მთავრობისგან "კოვიდ-19-ზე უფრო აგრესიულ საპასუხო ქმედებებს". რიკ ბრაითმა კონგრესში მამხილებელი საჩივარი შეიტანა, რომელშიც ამბობს, რომ მთავრობის ოფიციალურმა პირებმა მასზე შური იძიეს და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ბრაითი საჩივარში წერს, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე მასზე და მის განყოფილებაზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ინვესტიცია ჩადებულიყო ისეთ წამლებში და ვაქცინებში, რომელთა ეფექტურობა სამეცნიერო მონაცემებით არ დასტურდებოდა. მათ შორის იყო გახმაურებული მედიკამენტი "ჰიდროქსიქლოროქინი", რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოველდღიურ ბრიფინგებზე არაერთხელ ახსენა.

ამასთან, კონგრესში დემოკრატები დამატებითი ეკონომიკური დახმარების პაკეტზე მუშაობენ. თუმცა თეთრი სახლი აცხადებს, რომ სანამ ამ მიმართულებით დამატებითი ნაბიჯები გადაიდგმება, საჭიროა უკვე მიღებული, ისტორიული ეკონომიკური დახმარების პაკეტის ეფექტის შესწავლა.