საზღვარზე ოჯახის წევრების დაშორება იმიგრაციაზე დებატებს ამწვავებს

ვაშინგტონის ყურადღება იმიგრაციის საკითხისკენაა მიპყრობილი. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის საზღვარზე ბავშვების და მშობლების ერთმენთისთვის დაშორების გამო თავს იცავს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატა კი იმიგრაციაზე კანონის კენჭისყრისთვის ემზადება.

ის რაც წარსულში იშვიათად ხდებოდა, ფედერალურმა აგენტებმა პრაქტიკად აქციეს და ამერიკაში თავშესაფრის მაძიებელ არალეგალურად შემოსულ ოჯახის წევრებს ერთმანეთს აცალკევებენ.

დაახლოებით 2 000-მა ბავშვი ელოდება მშობლებს ტეხასის შტატში, სანამ მშობლების საიმიგრაციო სტატუსი გადაწყდება.

ტრამპის ადმინისტრაციის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებენ.„ეს სულისშემძვრელი ამბავია, მათ მიჰყავთ პატარა ბავშვები, ზოგი ოთხი თვისაა, ზოგი ერთი წლის, ზოგიც ორის“, ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი, რომელიც მშობლების და შვილების დაშორებას ეწინააღმდეგება.

„ამ პოლიტიკის მიზანია მშობლების შეშინება ბავშვების ჩამორთმევით და ამით ბავშვებს ტრავმას აყენებენ. ფედერალურ აგენტებს ჰგონიათ, რომ ამით შეაცერებენ ადამიანების საბაზისო უფლებას - ეძებონ თავშესაფარი“, ამბობს მაიამის ეპისკოპოსი თომას უენსკი.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმიგრაციის საკითხს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით განიხილავს და ხშირად უცხოეთში დაბადებულებს ცენტრალურ-ამერიკის ბანდებთან აკავშირებს.

„MS-13 დაჯგუფების ათასობით წევრი ჩვენს ქვეყანაში უკანონოდ შემოვიდა, მათი ცხოვრებისეული ლოზუნგია - მოკალი, გააუპატიურე და აკონტროლე“, განაცხადა ტრამპმა არალეგალურ იმიგრაციაზე საუბრისას.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ კანონს იცავს. „ეს კანონი დემოკრატებმა მიიღეს“, ამბობს პრეზიდენტი.
იმიგრაციის ექსპერტები და სამართლის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ადმინისტრაცია კანონის ისეთ ინტერპრეტაციას ახდენს, როგორიც აქამდე არც ერთ ადმინისტრაციას არ გაუკეთებია. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას გმობენ დემოკრატები.

„მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ადამიანებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აქვთ, როგორც ჩანს, ამას მხოლოდ შეერთებული შტატები არ იზიარებს“, ასე გამოეახმაურა საიმიგრაციო პოლიტიკას დემოკრატების ლიდერი კონგრესში ნენსი პელოსი.

იმიგრაციაზე მსჯელობენ კონგრესშიც, სადაც ერთდროულად ორ საიმიგრაციო კანონზე მუშაობენ, ორივეს ავტორები რესპუბლიკელები არიან.

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ გვსურს კონგრესმა იმიგრაციაზე სერიოზულად იმსჯელოს. პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობასი, ასეც ხდება“, აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი კარლოს კარბელო.

ორივე კანონ-პროექტის თანახმად, იმ ათასობით უსაბუთო მიგრანტს, ვინც ამერიკაში ბავშვიობაში ჩამივოდა, ლეგალური სტატუსი მიენიჭება. ასევე, ორივე პროექტის თანახმად, მკაცრდება უსაფრთხოების ზომები საზღვარზე.