საქართველომ მხარე უნდა აირჩიოს, აშშ-მა კი მიაქციოს ყურადღება რა მოხდება შაბათს - შეფასებები ვაშინგტონიდან

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო გზაგასაყარზეა და მიმდინარეობს ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის - ეს განცხადებები ვაშინგტონში საქართველოს არჩევნებამდე დღეებით ადრე გაისმა. საქართველომ უნდა აირჩიოს - სურს რუსეთ-ჩინეთის გავლენის ქვეშ ყოფნა, თუ ის დემოკრატიული სიკეთე, რასაც დასავლეთთან მეგობრობა ჰპირდება.