დემოკრატი სენატორი ელიზაბეტ უორენი მასაჩუსეტსის შტატიდან აცხადებს, რომ ის 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას. უორენი დიდი ბანკების და დერეგულაციის მოწინააღმდეგეა. მხარდამჭერებთან გაგზავნილ იმეილში, ელიზაბეტ უორენმა განაცხადა, რომ ის ქმნის საარჩევნო კომიტეტი შექმნა, რომელიც მას დაფინანსების მოპოვებასა და გუნდის შექმნაში დაეხმარება. დემოკრატიული პარტიის პირველი საარჩევნო პრაიმარი აიოვაში, 13 თვეში გაიმართება.
69 წლის უორენმა ასევე ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც ის აცხადებს, რომ „ამერიკის საშუალო კლასი თავდასხმის ქვეშაა“. მან კორპორაციები და „უოლ სთრითი“ გააკრიტიკა.
„როგორ მოვედით აქამდე? მილიარდელებმა და დიდმა კორპორაციებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ნამცხვრის დიდი წილი უნდოდათ შეხვედროდით. და მათ პოლიტიკოსები დაიქირავეს, უფრო დიდი ნაჭერი რომ მიეღოთ“, - ამბობს უორენი ვიდეოში. ვიდეო ასევე უორენის ბიოგრაფიას აერთიანებს. მხარდამჭერებთან გაგზავნილ 30 წამიანი ვიდეოში მან პრეზიდენტი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაილაშქრა.
უკანასკნელ პერიოდში, სენატორი უორენი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოხვდა, რაც საკუთარი დე-ენ-ემის ტესტის შედეგები გამოქვეყნა, რომლითაც ის ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ადგილობრივი ინდიელი წინაპრები ჰყავდა. უორენმა ტესტის გასაჯაროების გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მის მიერ ადგილობრივი ინდიელების წარმომავლობის სავარაუდო გამოყენების გამო. ტრამპმა ის გააკრიტიკა და მისი სავარაუდო აბორიგენული წარმომავლობის მისანიშნებლად მას „პოკაჰონტესი“ უწოდა. უორენმა ტესტი აჩვენებს, რომ მას 1/64-დან 1/1024-მდე შანსი აქვს, რომ ამერიკელ ინდიელთა შთამომავალი იყოს. ტესტის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ვარენი საარჩევნო კამპანიაში გეგმავდა, რაც დღეს დადასტურდა.
ელიზაბეტ უორენი პირველია, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ საარჩევნო დემოკრატთა პრაიმარიში მონაწილეობას გეგმავს. სავარაუდო კანდიდატებად დემოკრატიული პარტიიდან ასევე განიხილებიან სენატორი სენატორი ემი კლობუშარი მინესოტიდან, კონგრესმენი ბეტო ო’რურკე ტეხასიდან და სენატორი ბერნი სანდერსი ვერმონტიდან.