დათბობასთან ერთად, შესაძლოა, ინფექციის გავრცელება შენელდეს

მას შემდეგ, რაც ჩინეთში, ამ ზამთარში, კოვიდ 19 გამოჩნდა, ყველა იმედოვნებდა, რომ ზაფხულში, დათბობასთან ერთად ინფექცია მოკვდებოდა და სეზონის ცვლილებასთან ერთად მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა.

"უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ აპრილში, სიცხესთან ერთად ეს გაივლის"-თქვა თებერვალში პრეზიდენტმა ტრამპმა.

აპრილმა ჩაირა, ნელ-ნელა დათბობაც დაიწყო, თუმცა ვირუსზე ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია. ექსპერტები, მხოლოდ, მცირე ცვლილებას ხედავენ.

პანდემიას ეს [დათბობა] ვერ შეაჩერებს, ამბობენ სპეციალისტები. თუმცა, მათი თქმით, დათბობამ, შესაძლოა რომ ინფექციის ახალი კერების გაჩენა შეანელოს. ამინდის ზეგავლენა, შესაძლოა, აიხსნას იმითიც, რომ ტროპიკების ნაწილში არ არის ისეთი მძიმე მდგომარეობა ვირუსის მხრივ, როგორც სამყაროს სხვა რეგიონებში, სადაც ასეთი თბილი კლიმატი არ არის.