ხელფასების მდგომარეობა მსოფლიოში

შეერთებულ შტატებში და გერმანიაში სახელფასო სტაგნაცია შესამჩნევია

Your browser doesn’t support HTML5

ხელფასების მდგომარეობა მსოფლიოში


შრომის საერთაშორისო ასოციაციამ ახალი გამოკვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ხელფასების მდგომარეობა განვითარებად ქვეყნებში უფრო ჯანსაღად გამოიყურება ვიდრე განვითარებულ სამყაროში. მოხსენების დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა შლეინი ჟენევადან არკვევდა.

მოხსენებაში ასახულია ის დიდი სხხვაობა, რაც არსებობს ქვეყნებს და რეგიონებს შორის. ხელფასები როგორც ცნობილია იმ ქვეყნებში უფრო სწრაფად იზრდება რომელთა ეკონომიკური ზრდაც ძლიერად ვითარებდა. მოხსენების თანახმად ხელფასები და ანაზღაურება ყველაზე მზარდი აზიის რეგიონში, განსაკუთრებით ჩინეთშია. უფრო ზომიერი, თუმცა ზრდის პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირებულია ლათინურ ამერიკაში, კარიბის ზღვის ქვეყნებში და აფროკაში. ასევე ვითარება შეცვლილია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონებში, სადაც ხელფასები წარსულ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, თუმცა საწყისი დონიდან.

შრომის საერთაშორისო ასოციაციის გენერალური დირექტორი გაი რაიდერი აცხადებს, რომ რეალურ აბსოლუტურ სახელფასო დონეში სხვაობები საკმაოდ დიდია.

„მე ვსაუბრობ საწარმოებში საათობრივ გამომუშავებაზე. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ინდოეთი, ჩინეთი და ფილიპინები, ეს შესაძლოა იყოს საათში ორი დოლარი, მაშინ როდესაც შეერთებულ შტატებში 23 დოლარია, ხოლო დანიაში 35 დოლარი. თუკი ამ ხაზს თვალს გავადევნებთ, რეგიონებს შორის დიდ სხვაობას დავინახავთ,“ - ამბობს რაიდერი.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელფასები უფრო ნელა იზრდება ვიდრე შრომის პროდუქტიულობა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მშრომელებს ნაკლები სარგებელი აქვთ შრომის ნაყოფიერების თვალსაზრისით, მაშინ როდესაც კაპიტალის მფლობელთა სარგებელი გაცილებით დიდია.
რაიდერის განცხადებით, ეს ტენდენცია უმეტეს ქვეყნებშია შენარჩუნებული, განსაკუთრებით შეინიშნება შეერთებულ შტატებში და გერმანიაში, სადაც სახელფასო სტაგნაცია შესამჩნევია. თუმცა, ეს ხდება ისეთ ქვეყნებში სადაც ხელფასები იზრდება, მაგალითად ჩინეთში.

„ხელფასები ძალიან სწრაფად იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, საერთო წარმოების სახელფასო წილი დაბლა იწევს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს საერთო შემოსავალში შრომის წილის დაქვეითებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საერთო პოლიტიკურ განხილვებზე. ეს მიუთითებს საზოგადოებაში არსებულ დიდ უთანასწორობაზე და გლობალურ ეკონომიკაში საგარეო და საშინაო ფაქტორების დისბალანსზე,“ - აცხადებს რაიდერი.

შრომის საერთაშორისო ასოციაცია მოუწოდებს მთავრობებს შეიმუშავონ მინიმალური ხელფასის პოლიტიკა, რითაც ხელს შეუწყობენ სიღარიბის დაძლევას და მშრომელთა სოციალურ დაცვას.