ვოლკერი სურკოვს ბელგრადში შეხვდება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ხვალ, 7 ოქტომბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი რუსეთის მთავრობის ოფიციალურ პირს დიმიტრი სურკოვს შეხვდება. ისინი მინსკის შეთანხმებების განხორციელებას განიხილავენ.

კურტ ვოლკერი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ რუსეთმა, დროა უკრაინის მსგავსად, გადადგას ნაბიჯები მშვიდობის აღსადგენად.