"რუსეთი მიმდინარე ომის გაჩაღებაზეა პასუხისმგებელი უკრაინაში,"-კვირას განაცხადა ახლადდანიშნულმა ელჩმა უკრაინის კონფლიქტში კურტ ვოლკერმა. იგი სახელმწიფო დეპარტამენტმა ივლისის დასაწყისში მიავლინა დესპანად უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებებში. მან ქვეყანა ცოტა ხნის წინ მოინახულა.
მისი განცხადებით, ეს არ არის "გაყინული" კონფლიქტი, არამედ "გახურებული", მიმდინარე კრიზისია, რომელიც სწრაფად უნდა მოგვარდეს. ვოლკერმა ეს განცხადება დონეცკის რაიონის ქალაქ კრამატორსკში გააკეთა.
"კონფლიქტმა არაერთი ადამიანი შეიწირა და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ ის სწრაფად დავასრულოთ,"-თქვა მან.
ვოლკერის ვიზიტი უკრაინაში მოჰყვა განსაკუთრებით სისხლიან კვირას ქვეყნის აღმოსავლეთში. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე იქ სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის კონგრესი ამ კვირას გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესებას არამხოლოდ არჩევნებში ჩარევის, არამედ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაზე საპასუხოდ.