გაერო კონგოს მოვლენებს ეხმიანება

გაერომ დაგმო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამხედრო აჯანყება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ძალების აჯანყება და მეზობელ ქვეყნებს მეამბოხეებისთვის დახმარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

პარასკევს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ჩინეთის ელჩმა ლი ბოადონგმა აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებმა ჯგუფ M23-ის მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობაც დაგმეს.

საბჭოს წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს ჯგუფ M23-ის მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ და მოუწოდეს რეგიონის ქვეყნებს მჭიდროდ ითანამშრომლონ კონგოს მთავრობასთან, რათა ამ ჯგუფის დემორალიზება მოხდეს.