გაეროს დამკვირვებლები მისიას წყვეტენ

მისიის შემდგომ ბედს გაეროს უსაფრთხოების საბჭო გადაწყვეტს

სირიაში ძალადობის ესკალაციის გამო გაეროს დამკვირვებლები მუშაობას დროებით წყვეტენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა განცხადება სულ რამდენიმე საათის წინ გააკეთა.

გენერალ-მაიორ რობერტ მუდის განცხადებით, უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში მზარდი ძალადობის გამო ის იძულებულია მისიის მუშაობა „შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე“ შეაჩეროს. 300 შეუიარაღებელი დამკვირვებლის მუშაობა სირიაში თანდათან უფრო სარისკო ხდება, აღნიშნა ბატონმა მუდმა, ვინაიდან ძალადობის გაღრმავებას ორივე მხრიდან აქვს ადგილი. მისიის შემდგომ ბედს გაეროს უსაფრთხოების საბჭო გადაწყვეტს. განხილვა დამკვირვებელთა მუშაობის განახლების შესახებ ყოველდღიურად შედგება და მოვლენების განვითარების მიხედვით ვიმოქმედებთ, დასძინა მან.