ეს არის ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ თვალსაზრისს ასახავს.
ნოემბერში რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიცკის გარდაცვალებიდან მესამე წლისთავი სრულდება. ჰერმიტიჯის ფონდის იურისტმა 230 მილიონი დოლარის გაფლანგვის შემთხვევა გამოავლინა, რომელშიც რუსეთის პოლიციის, სასამარლთოსა და საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები ამხილა. მაგნიცკი 2008 წლის ნოემბერში დააკავეს და სასამართლოს გარეშე ერთი წელი საპყრობილეში ამყოფეს. საპატიმროში მაგნიცკის აწამებდნენ და მკურნალობაზე უარს ეუბნებოდნენ. მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, ის საპატიმროში ყველანაირი ყურადღების გარეშე გარდაიცვალა.
მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თანახმად, მაგნიცკის სიკვდილი არ ყოფილა შემთხვევითი და არც პენიტენციურ სისტემაში მომუშვე კონკრეტული ადამიანების დაუდევრობის შედეგად დამდგარა.
სერგეი მაგნიცკი სისტემური წამების შედეგად გარდაიცვალა, სისტემისა, რომელმაც პოლიციის ხელმძღვანელობის მითითებებით იმოქმედა.
ამ საქმეში ფართოდ ცნობილი და სისხლის სამართლის დანაშაულის სფეროში არსებული სანდო სამხილის არსებობის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ დამნაშავეები არ დასჯა. და მართლაც, სერგეი მაგტიცკის გარდაცვალების შემდეგ, პასუხისმგებელი ოფიციალური პირები გაამართლეს, დააწინაურეს და დააჯილდოვეს კიდეც. მაგნიცკის წინააღმდეგ კი აღიძრა საქმე, რაც პირველი პრეცედენტია რუსეთის სამართლებრივ ისტორიაში.
„საერთაშორისო ამნისტია" სიკვდილის შემდგომ ბრალდებას გარდაცვლილი ადვოკატის წინააღმდეგ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევს. უფლებადამცველმა ჯგუფმა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ზომები უნდა მიიღოს ამ უსამართლობის გამოსასწორებლად და სისხლის სამართლებივი დევნის შესაწყვეტად. ასევე, ოფიციალურმა მოსკოვმა ამ საქმეში ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა უნდა უზრუნველყოს.
მაგნიცკის შემთხვევა რუსეთში არსებული კორუფციის და სახელმწიფოსთან მოდავე მოქალაქეების შეურაცხყოფის სიმბოლოს წარმოადგენს. ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, რომელმაც სასამართლო სისტემაში სამართლიანობა უნდა აღადგინოს, რაც მაგნიცკის საქმეში დამნაშავე ადამიანების ანგარიშვალდებულებით დაიწყება. ამერიკის შეერთებული შტატები კი მომავალშიც გააგრძელებს იმ ძალების მხარდაჭერას რუსეთში, რომლებიც ამ ადამიანების გამოაშკარავებას ცდილობენ.