ვიქტორია ნულანდი: ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებს თვალს მივადევნებთ
1 ოქტომბერს, ორშაბათს, ეგზიტ პოლების წინასწარი შედეგებით „ქართული ოცნება“ მმართველ მოძრაობას უსწრებს, თუმცა, საუბარია იმაზე, რომ ეს უპირატესობა შესაძლოა გამარჯვებას არ ნიშნავდეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტ-პოლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ 35-პროცენტით ლიდერობს, მიხეილ სააკაშვილის მმართველ გუნდს კი ამომრჩევლის 30 პროცენტი აქვს.
მაგრამ იმდენად, რამდენადაც პარლამენტის 150 ადგილიდან ნახევარი მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული კანდიდატებით დაკომპლექტდება, და ამ აღნიშნულ ოლქებში პრეზიდენტის პარტიის წარმომადგენლები მეტი პოპულარობით სასრგებლობენ, სააკაშვილის კოალიციამ შესაძლოა პარლამენტში უმრავლესობა მაინც შეინარჩუნოს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ მინისტრს გაცილებით მეტი უფლებები ექნება. მომავალ წელს, მიხეილ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტი ახალ პრემიერ მინისტრს აირჩევს.
კოალიციის მომხრეები პრეზიდენტ სააკაშვილს დიქტატორულ სტილში ადანაშაულებენ და მას ბრალს სდებენ 2008 წელს რუსეთთან ომის წარმართვაში. სააკაშვილის კამპანიამ, ასევე, იზარალა ორი კვირის წინ ციხეებში წამებული პატიმრების ამსახველი ვიდეო კადრების გამოქვეყნების გამო.
საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით საქართველო ჩამოშორდებოდა დასავლეთს და მოსკოვის გავლენის ქვეშ მოექცეოდა. ამ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილი უარყოფს.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 51,000 უცხოელი დამკვირვებელი აკვირდებოდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვიქტორია ნულანდმა უკვე განაცხადა, რომ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, წინასწარი ანგარიშების თანახმად ამომრჩევლები ძალიან აქტიურობდნენ და რომ ამერიკა აქამდეც მხარს უჭერდა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოელის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების დროულად გამოქვეყნებას და აცნობიერებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებელთა შედარებით მაღალი რაოდენობა მონაწილეობდა ამ პროცესებში. ნულანდმა დასძინა, რომ ამერიკის საგარეო უწყება უცხოელი დამკვირვებლების, მათ შორის ეროვნულ დემოკრატიული და ეროვნულ რესპუბლიკური ინსტიტუტების დამკვირვებელთა ანგარიშებსაც მიადევნებს თვალს.