მაუწყებლობის 70 წელი და გამოხმაურებები თბილისში
Your browser doesn’t support HTML5
"ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროს 26 მაისს მაუწყებლობის დაწყებიდან 70 წელი შეუსრულდა. სსრ კავშირის პირობებში, მას ახშობდნენ. მოქალაქეებს მისი მოსმენა მხოლოდ სპეციალური მოწყობილობებით შეეძლოთ. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, "ამერიკის ხმა" მაუწყებლობას 70 წლის შემდგომაც აგრძელებს.