გაერომ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

New York, June 7, 2012.

გაეროს გარემოს დაცვის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად 500ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმებისა, ქვეყნების მიერ წარმოებული ინდუსტრიული საქმიანობა პლანეტის ეკოლოგიას შეუქცევად ზიანს აყენებს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანის საქმიანობას დედამიწის ეკოსისტემები ჯანსაღი ფუნქციონირების მაქსიმალურ ზღვრამდე მიჰყავს.

ემი ფრენკელი გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების დირექტორია. მისი თქმით:

„ანგარიშში ჩვენ კონკრეტული მაგალითები გვაქვს მოყვენილი. ატმოსფეროში ნახშირბადების გამოყოფა მატულობს. დედამიწა უკვე გასცდა იმ უსაფრთხო ზღვარს, რომელიც მეცნიერებმა დაადგინეს სათბურის გაზების ატმოსფეროში არსებობის მიმართულებით. ბიოდივერსიფიკაცია დროთა განმავლობაში მცირდება, ჩვენი ოკეანეები ცუდ მდგომარეობაშია, ასევე სავალალო მდგომარეობაა თევზჭერის ინდუსტრიაშიც.“

ანგარიში ასევე საუბრობს უპრეცედენტო ზიანზე, რომელიც დედამიწის კლიმატს და გარემოს მიადგება თუ არ შეიცვალა ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და მოხმარების ტემპი და მეთოდები.

ჯეიმს დობროვოლსკი ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტმაენტის მეცნიერი და გაეროს ანგარიშის ერთ-ერთი თანაავტორია. ის აცხადებს, რომ მოსახლეობის ზრდა, ურბანიზაცია, წიაღისეული ენერგორესურსების მოპოვება და საწვავად გამოყენება უდიდეს ზიანს აყენებს გარემოს და პლანეტის კლიმატის ცვლიელებას იწვევს:

„გაეროს ანგარიშის თანახმად მხოლოდ 2004 წელს 4.9 მილიონი ადამიანი საკვებში არსებული მავნე ქიმიკატებთან მოხმარების შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევას ეფუძნება. მსოფლიოში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველი საკვების მოხმარების ერთი მესამედი 2020 წლისთვის განვითარებად ქვეყნებზე გადანაწილდება.“

დობროვოლსკი ასევე აცხადებს, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების ინდუსტრია გარემოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამბინძურებელია:

„ელექტრო საქონლის წარმოებისას, ინდუსტრია დაახლოებით 20დან 50 მილიონ ტონამდე ტოქსიკური ნარჩენს ტოვებს გარემოში. გაეროს ანგარიშის თანახმად, ეს ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა, რომელზე მუშაობაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.“

ანგარიში ასევე საუბრობს მიღწევებზე, რომლებმაც გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი შეამცირა. მაგალითად, საწვავიდან ტყვიისა და ოზონის შრის გამათხელებელი სხვა ნივთიერებების ამოღება.

ემი ფრენკელის განცხადებით:

„მთავარი გამოწვევა პოლიტიკური ნებაა. აუცილებელია ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა გარემოზე განუწყვეტელი ზრუნვა.“

ფრენკლინი აცხადებს, რომ მწვანე ეკონომიკის დანერგვას დედამიწის ეკოლოგიაზე სასიცოცხლო გავლენა ექნება და საერთაშორისო საზოგადოებამ ამ მიმართულების ნაბიჯების გამხორციელება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.