კვირას, არჩევნების მეორე დღეს ეგვიპტელები საარჩევნო უბნებში მივლენ და ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს აირჩევენ. ერთი წლის წინ ეგვიპტელების მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის გადადგომა მოჰყვა.
ამჟამად ეგვიპტელები ორი არჩევანის წინაშე დგანან, ან უნდა აირჩიონ მუბარაქის პერიოდის პოლიტიკოსი, ყოფილი პრემიერ მინისტრი აჰმედ შაფიქი ან არჩევანი მუსლიმთა საძმოს წარმომადგენელზე , ისლამისტ მორსიზე უნდა გააკეთონ.
შაბათის არჩევნები არცთუ ისე ხალისიან გარემოში ჩატარდა. ამის მიზეზად ექსპერტები კანდიდატებს შორის მკვეთრ განსხვავებას ასახელებენ.
თუმცა ეგვიპტელების უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი მაინც ქვეყანაში ცვლილებების ძალზე ნელი პროგრესია. მუბარაქის გადადგომიდან 16 თვის განმავლობაში ეგვიპტეს ჯერ კიდევ არ აქვს ახალი კონსტიტუცია. მნიშვნელოვან პოსტებზე ჯერ კიდევ ძველი მტავრობის დროინდელი ხალხი რჩება.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეგვიპტეში მომავალ კვირას ოფიციალურად გამოაცხადებენ. თუმცა არაოფიციალურად მომავალი პრეზიდენტის ვინაობა რამდენიმე დღეში გაირკვევა.
მუბარაქის გადადგომიდან 16 თვის განმავლობაში ეგვიპტეს ჯერ კიდევ არ აქვს ახალი კონსტიტუცია