საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თბილისში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ "ტვიტერზე" წერს.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
"მივესალმებით ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში. მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორის აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისთვის" - წერს პრეზიდენტი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით თბილისს ხვალ ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი რანგის ამერიკელი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება.
ასევე ნახეთ: მაიკ პომპეო რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს ეწვევაამის შემდეგ, შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გაიმართება.
პომპეო ასევე შეხვდება საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს.
ვიზიტის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მრგვალი მაგიდის ფორმატში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.