ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. შედეგად, 2016 წლის დასაწყისში კომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართევლოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების უფლების მიცემას სთხოვს.
ევროკომისიის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შემდეგ, ის ძალაში შესასვლელად ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელწმიფოებმა უნდა დაამტკიცონ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ პროცედურები 2016 წლის ზაფხულისთვის დასრულდება.
პროცედურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში ყოფნა 180 დღის განმავლობაში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.