კორონავირუსმა კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში შეაღწია

მექსიკა კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევის შესახებ იტყობინება.

ერთი პაციენტი ინფიცირებული მამაკაცია მეხიკოში, მეორე კი ჩრდილოეთის შტატ სინალოაში. ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, მექსიკის გარდა, მხოლოდ ბრაზილიაში მოხდა ვირუსის გავრცელება.

28 თებერვალს, კიდევ ხუთმა ქვეყანამ დაადასტურა ვირუსის არსებობის შესახებ. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ბელარუსი, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ნიგერია.

აზერბაიჯანში ინფიცირებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ირანიდან ჩავიდა აზერბაიჯანში. ბელარუსში კი დასნებოვნებულია ირანელი სტუდენტი, რომელიც აზერბაიჯანიდან შევიდა ქვეყანაში. ლიეტუვაში და ახალ ზელანდიაში იტალიიდან ჩასულ ადამიანებს აღმოაჩნდათ კორონავირუსი.