კრაჩი: 5G მემორანდუმი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას გაამარტივებს

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-საქართველომ 5G ქსელის უსაფრთხოების ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი, რომლის აღსრულებას, სავარაუდოდ, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციაც გააგრძელებს, საქართველოს "სუფთა ქსელის" ნაწილად აქცევს. ეს ინვესტიციების შეტანას შეუწყობს ხელს და ქვეყანას ნატოს ინტერნეტთან თავსებადს გახდის.