გეი-ქორწინება ზოგიერთ შტატში დაკანონდა

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიან წყვილთა უფლებები დააკმაყოფილა
შეერთებულ შტატებში ერთსქესიანი ქორწინების მომხრეებმა ოთხშაბათს ორი გამარჯვება იზეიმეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ერთსქესიანი ქორწინების მსურველებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგებს მოუტანს. ვაშინგტონიდან ამერიკის ხმის ნაციონალური კორესპონდენტი ჯიმ მალონი მოგვითხრობს.

გეი-ქორწინების მომხრეები ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამადლობელი შეძახილებით შეხვდნენ.

უზენაესმა სასამართლომ ხუთიდან ოთხი ხმით 1996 წელს მიღებული ფედერალური კანონის - ქორწინების დაცვის აქტის ანულირება მოახდინა, რომელიც ერთსქესიან დაქორწინებულ წყვილებს ფედერალური გადასახადების უკან დაბრუნების და სხვა სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლებას არ აძლევდა.

ძირითადი მოსაზრებები მოსამართლე ენტონი კენედიმ დაწერა, რომელსაც სასამართლოს ოთხი ლიბერალურად განწყობილი მოსამართლეც შეუერთდა. სასამართლოს კონსერვატიული შეხედულების ოთხი მოსამართლის პოზიცია უმცირესობაში აღმოჩნდა.

კენედიმ საკუთარი პოზიციის გასატანად ამერიკის კონსტიტუციის თანასწორობის დაცვის გარანტია მოიშველია, რომელმაც ძალა დაუკარგა კანონს, რომელიც ერთსქესიან ქორწინებაში მყოფ პირებს საგადასახადო შეღავათებისა და სხვა სოციალური დახმარებების მიღების საშუალებას არ აძლევდა იმ შტატებში სადაც მსგავსი ქორწინება კანონიერად ითვლება.

კონკრეტული საქმე 84 წლის ედი ვინძორს ეხებოდა, რომელიც ქორწინებაში მისი სქესის წარმომადგენელთან იმყოფებოდა და ფედერალური გადასახადების დაბრუნების უფლება ჰქონდა წართმეული, ვინაიდან შტატში, სადაც იქორწინა თეასთან მისი ქორწინება არ იყო აღიარებული. თეა 2009 წელს გარდაიცვალა.

ემი ვინძორი ჟურნალისტებს ნიუ იორკში გაესაუბრა.

ედი ვინძორი: მოსამართლეებს და სასამართლოს მადლობას ვუხდი, რადგან თანასწორობის პრინციპის უფლება კანონთან შესაბამისობაში მოვიდა. დიდი მადლობა ყველა გეი-წყვილს და მხარდამჭერებს, რომლებიც გვერდში მედგნენ. დარწმუნებული ვარ, თეაც მადლიერია თქვენი.

მეორე გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ კალიფორნიაში ერთსქესიან წყვილთა ქორწინების კანონიერების აღდგენას გაუხსნა გზა. ხუთიდან ოთხი ხმით, უზენაესმა სასამართლომ პირებზე, რომლებზეც მერვე შესწორება ვრცელდებოდა, ანუ „ქორწინების დაცვის აქტი“, ანულირებულია და მერვე შესწორების მომხრეებს უფლება არ ექნებათ კანონი დაბალი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრონ.

ამ გადაწყვეტილებით მოსარჩლე მხარე, სანდი სტიერი კმაყოფილი დარჩა. მას უკვე შეუძლია კალიფორნიაში, მის პარტნიორზე კრის პერიზე იქორწინოს.

სანდი სტიერი: მადლობელი ვართ სასამართლოსი, რომელმაც „ქორწინების დაცვის აქტის“ ანულირება მოახდინა. ეს ძალიან მნიშნველოვანია ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. მადლობას ვუხდით მოსამართლეებს რომლებმაც კალიფორნიაში ქორწინების უფლება მოგვანიჭეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ეს მთელს ქვეყანაში უნდა დაკანონდეს, მოუთმენლად ველოდებით ამ დღეს.

სასამართლოს გადაწყვეტილება ერთსქესიან წყვილთა თაობაზე მთლიანად შეერთებულ შტატებს არ მოიცავს. თუმცა ქორწინების დაცვის აქტის შესახებ გადაწყვეტილება ფედერალურ ხელისუფლებას ერთსქესიან წყვილთა მიმართ ჰეტეროსექსუალებისგან განსხვავებულ მოპყრობას უკრძალავს. ოთხშაბათს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილებამდე ერთსქესიან წყვილთა ქორწინებას კანონის ძალა უკვე ჰქონდა ამერიკის თორმეტ შტატში, მათ შორის კოლუმბიის ოლქშიც.

გეი ქორწინების ოპონენტები სასამართლოს ამ ორი გადაწყვეტილების გამო გულდაწყვეტილები იყვნენ. მათ შორის ევანგელიკური ქრისტიანული ორგანიზაციის წარმომადგენელი რომ შენკი.

რომ შენკი: ერთადერთი სწორი რაც არის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, ის არის რომ ისინი ვერ შეცვლიან ბიბლიურ და მარადიულ სიმართლეს მამაკაცისა და ქალის ქორწინების თაობაზე.

გეი-ქორწინების მოწინააღმდეგეებმა ასევე პირობა დადეს, რომ თავიანთი უფლებების დასაცავად იბრძოლებენ. მათ შორის კონსერვატორი რესპუბლიკელი კანზასიდან, კონგრესმენი ტიმ ჰულკემპია.

ტიმ ჰულკემპი: სასამართლომ ძალიან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ქორწინება ფაქტობრივად თავიდან განსაზღვრა. ამ ნაბიჯით, უზენაესი სასამართლო საშუალებას აძლევს გეი-წყვილებს, რომ შვილებიც იყოლიონ. თუმცა ყველა ბავშვი იმსახურებს დედასაც და მამასაც.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება. წერილობით განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება გამოასწორა რაც ქვეყნისთვის უკეთესია.

რესპუბლიკელმა სპიკერმა კონგრესმენმა ჯონ ბეინერმა განაცხადა, რომ იგი ქორწინების აქტის გაუქმებით გულდაწყვეტილია, თუმცა დასძინა, რომ ნაციონალური დებატები ქორწინების თემაზე ბოლო მოვლენების მიუხედავად მაინც გაგრძელდება.