ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა გუშინ პირველი სატელევიზიო დებატები გამართეს. რესპუბლიკელი მაიკ პენსი და დემოკრატი ტიმ კეინი ერთმანეთს ვირჯინიის შტატში, ლონგვუდის უნივერსიტეტში შეხვდნენ.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჰილარი კლინტონის და დონალდ ტრამპის პროგრამებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ბირთვული იარაღი, ვითარება სირიაში და ამერიკის სისხლის სამართლის რეფორმა.

პენსმა კლინტონს პრეზიდენტ ობამას „საგარეო პოლიტიკის არქიტექტორი უწოდა და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებასა და რუსეთის წახალისებაში დაადანაშაულა. კეინმა კი რესპუბლიკელი ტრამპი რუსეთთან ბიზნეს კავშირების და საგადასახადო ანგარიშის გასაიდუმლოებისთვის გააკრიტიკა.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები სატელევიზიო ეთერში ერთადერთ დებატებს მართავენ, საპრეზიდენტო კანდიდატები კი სამს.