ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს, ესტონეთსა და მონტენეგროს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განმარტებით, მაიკ პენსი თბილისში, ტალინსა და პოდგორიცაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით გაემგზავრება. ვიზიტის თარიღებად 30 ივლისი-2 აგვისტოს პერიოდია განსაზღვრული.
საქართველოში პენსი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ისინი ასევე მოინახულებენ საქართველოში ნატოს საწვრთნელ ცენტრს.
ესტონეთის დედაქალაქსი მაიკ პენსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება ორპარტიულ საკითხებზე სასაუბროდ. ის ასევე შეხვდება ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ლიდერებს - ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებს.