დღეს ამერიკაში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ. ვეტერანების სამსედრო სამსახურის დასაფასებლად მთელს ქვეყანაში მაღაზიები და რესტორნები მათ ფასდაკელებებს ან უფასო მომსახურებას სთავაზობენ.
ვეტერანების დღის აღსანიშნად პრეზიდენტი ბარაკ ობამა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით შეამკობს. ამ დღის აღნიშნვა ამერიკაში 1919 წელს დაიწყო, როცა პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა 11 ნოემბერი პირველი მსოფლიო ომის დამთავრების აღნიშნვას მიუძღვნა.