გაძევებული დიპლომატი და მაიამიში დაკეტილი საკონსულო

გაძევებული დიპლომატი და მაიამიში დაკეტილი საკონსულო

ვენესუელას დიპლომატს ამერიკის წინააღმდეგ კიბერ-თავდასხმების განხორციელების შესახებ საუბარში ედება ბრალი.

ვენესუელას პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა ამერიკის შტატ ფლორიდის ქალაქ მაიამიში ვენესუელას საკონსულოს დახურვის ბრძანება გასცა. ჩავესის გადაწყვეტილება შეერეთბული შტატების მიერ ვენესუელას ერთ-ერთი დიპლომატის ქვეყნიდან დათხოვას მოჰყვა პასუხად.

ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, ჩავესმა განაცხადა, რომ მისი ბრძალება შეერთებული შტატების მხრიდან „უსამართლო“ მოქმედების პასუხი იყო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენდტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყნიდან ითხოვდა ვენესუელას საპატიო კონსულს მაიამიში ქალბატონ აკოსტა ნოგუერას. მას ამერიკის წინააღმდეგ კიბერ-თავდასხმების განხორციელების შესახებ საუბარში ედება ბრალი.

ეს ბრალდება ერთ-ერთი ესპანურენოვანი ტელევიზიის მიერ გადარებულ დოკუმენტურ ფილმს ეფუძნება, რომლის ერთ ნაწილშიც ნოგუერა ამ თემაზე საუბრობს.