ვენესუელის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი გამოხატა

პრეზიდენტი ნიკოლას მადურო

ვენესუელის სოციალისტი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამბობს, რომ იმედი აქვს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება.

ივლისში, საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა თქვა, რომ ჰილარი კლინტონის არჩევის შემთხვევაში შეერთებული შტატები „შესაძლოა ვენესუელად გადაქცეულიყო“.

ვენესუელის პრეზიდენტმა თქვა, რომ მის ქვეყანას შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა ექნება, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს უძრავი ქონების მაგნატს „ბანდიტი და ქურდი“ უწოდა.