ოპოზიცია ვენესუელის მთავრობაზე ზეწოლას აგრძელებს

მეოთხე კვირა დაიწყო, რაც ვენესუელის დედაქალაქში და ბევრ სხვა ქალაქში ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს. მხარდამჭერებთან ერთად, აქტივისტებმა კარაკასის მთავარი მაგისტრალები გადაკეტეს. აპრილის პირველი რიცხვებიდან ქვეყანაში დაწყებულ დაპირისპირებას 23 ადამიანი შეეწირა და ასობით დაშავდა.

ოპოზიცია მემარცხენე პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს ახალი არჩევნების დანიშნვას სთხოვს. “ვიმეორებთ: მხოლოდ არჩევნების გზით შეეძლება ყველა ვენესუელელს გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი” - აცხადებს ხულიო ბორხესი. ის ოპოზიციურად განწყობილი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტია.