შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კოლუმბიის პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოსის მხრიდან წინააღმდეგობას გადააწყდა. ეს ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ, პრეზიდენტ ტრამპის მუქარაზე გამოხმაურება იყო.
კართაგენაში, სანტოსთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, პენსმა სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა, მაგრამ ამის შესახებ არც პირდაპირ უსაუბრია.
პენსმა კოლუმბიის პრეზიდენტს უთხრა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელისთვის, როგორც თვითონ უწოდა: „მშვიდობიან“ გადაწყვეტას ბევრად უფრო ამჯობინებდა.
მან თქვა, რომ ვენესუელის შეუმდგარი სახელმწიფო, საფრთხეს მთელ კონტინენტს უქმნის.
სანტოსმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ამერიკული სამხედრო ინტერვენცია ლათინური ამერიკის არცერთი ქვეყნისთვის არ იქნება მისაღები და ეს არც უნდა განიხილებოდეს.