ვენესუელაში პრეზიდენტს გლოვობენ

უგო ჩავესს ხვალ დაკრძალავენ
ვენესუელაში პრეზიდენტ უგო ჩავესს გლოვობენ. როგორც ცნობილია ჩავესი სამშაბათს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე იყო. პრეზიდენტ ჩავესის ცხედარი დედაქალაქ კარაკასში სამხედრო აკადემიის შენობაშია დასვენებული. პანაშვიდზე გრძელი რიგები დგას. სამგლოვიარო ცერემონიალს ესწრებიან არგენტინის, ბოლივიის და ურუგვაის პრეზიდენტები. სააგენტო „ასოშეიტედ პრესთან“ საუბარში უგო ჩავესის დაცვის უფროსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი გულის შეტევის დროს გარდაიცვალა. გუშინ, როდესაც პრეზიდენტის ცხედარი კარაკასის ქუჩებში გაატარეს, მოსახლეობა მის სასახლეს ყვავილებს ესროდა. სამხედრო აკადემიაში გადასვენების პროცესიას ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მიუძღოდა. პრეზიდენტ უგო ჩავესს ხვალ დაკრძალავენ.