ჩავესი ვენესუელაში ბრუნდება

ვენესუელას პრეზიდენტის ჰუგო ჩავესის განცხადებით, ის კუბადან სამშობლოში ხუთშაბათს დაბრუნდება. მან ასევე იუმორით ისაუბრა გავრცელებულ ჭორებზე, სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციის დროს მისი გარდაცვალების შესახებ. ჩავესმა ინტერვიუ კოლუმბიის ტელევიზიას. მანამდე ერთი კვირის განმავლობაში ის სიჩუმეს ინარჩუნებდა. ჩავესმა ვენესუელელებს მხოლოდ თვითერით მიმართა. ამ ფაქტმა კი წარმოშვა ხმები 57 წლის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ. ჰუგო ჩავესი ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.