ვენესუელაში ნავთობგადამამუშავებელ საწარმო კვლავ იწვის

ხანძრის ბოლომდე საკონტროლებლად კიდევ ორი დღე არის საჭირო
ვენესუელას უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს მესამე დღეა ცეცხლი უკიდია. ხანძარი შაბათს მომხდარმა ძლიერმა აფერთქებამ გამოიწვია.

აფეთქების შედეგად, შაბათს 39 ადამიანი დაიღუპა, მიღებული ტრავმების შედეგად კი მოგვიანებით დამატებით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი ამუიას ნაგებობას ეწვია და უარყო შეხედულება, რომ აფეთქება საწარმოს თამანშრომლების დაუდევრობამ გამოიწვია.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის ბოლომდე საკონტროლებლად კიდევ ორი დღე არის საჭირო.

დაღუპულთაგან 18 ვენესუელას ეროვნული გვარდიის წევრები იყვნენ, რომელთა ბაზაც ნავთობ-შემნახველი ნაგებობების ახლოს მდებარეობდა. სამოქალაქო პირების უმრავლესობა და სამხედრო პირების ოჯახის წევრებიარიან, რომლებიც ბაზაზე ცხოვრობდნენ.