საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელის პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ავტობუსის გაჩერებაზე ფურგონის შევარდნა, რასაც ქალი ემსხვერპლა, განზრახ ქმედება იყო თუ არა.
ხელისუფლების განცხადებით, მანქანის 35 წლის მძღოლი ქალაქ გრენობლიდან, რომლის ვინაობა არ დასახელებულა, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მკურნალობას გადიოდა.
ფრანგული მედიის ცნობით, ავტობუსის მეორე გაჩერებაზე შევარდნამდე ცოტა ხნით ადრე, იგივე მანქანა ახლომდებარე ავტობუსის სხვა გაჩერებაზეც შევარდა, სადაც მამაკაცი დააშავა.