ამერიკის შეერთებული შტატები 33 ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის. გადაწყვეტილება თეთრ სახლში მიიღეს სადაც ითქვა, რომ შეზღუდვები ნოემბრიდან მხოლოდ იმ ადამიანებისთვის მოიხსნება, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები იქნებიან.
გადაწყვეტილება ეხება შენგენის 26 ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ესპანეთს, შვეიცარიას და საბერძნეთს. ასევე შეზღუდვები მოიხსნება გაერთიანებული სამეფოსთვის, ჩინეთისთვის ინდოეთისთვის და სამხრეთ აფრიკისთვის. ამერიკაში მოგზაურობას შეძლებენ ირანიდან და ბრაზილიიდანაც.
თეთრ სახლში გაკეთებული განცხადება მოულოდნელი იყო რადგან, ერთი კვირის წინ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ პანდემიური სურათიდან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ იყო. თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და ამერიკამ 33 ქვეყანასთან საზღვრები გახსნა. ნოემბრიდან კი შტატები ამ ქვეყნებიდან ვაქცინირებული ადამიანების მიღებას გეგმავს.
ასევე ნახეთ: ჯანმოში დამტკიცების პროცესის ჩავარდნის მიუხედავად, რუსეთი ვაქცინის ექსპორტს აგრძელებსშეზღუდვები მოგზაურობაზე 2020 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შემოიღო. პირველი შეზღუდვები ჩინეთს დაუწესდა, შემდეგ პანდემიური სურათის გაუარესებიდან გამომდინარე, ამერიკაში ტურისტების შემოსვლა საერთო ჯამში 33 ქვეყნიდან შეიზღუდა.
ამ დრომდე მოქმედი შეზღუდვა ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
თუ მაგალითად თქვენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საფრანგეთში იყავით, ამერიკის საზღვრის გადმოლახვის საშუალება არ გექნებათ. მოქმედი წესების შემსუბუქება ნოემბრიდან დაიწყება.