ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო თანამეგობრობამ დიდი, ხშირად გამანადგურებელი მარცხიც კი მიაყენა სხვადასხვა ადგილას მოქმედ ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაციებს. მიუხედავად ამისა, ტერორიზმი მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოში ეგზისტენციურ საფრთხედ რჩება.
რადიკალიზაციასა და ტერორიზმთან ბრძოლის ეფექტურ, თუმცა ნაკლებად ცნობილ, ინსტრუმენტად საგარეო დახმარების კომპონენტი რჩება, რაც არამხოლოდ პირდაპირი ან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გულისხმობს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ გზად გლობალური დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებების მხარდაჭერა, პოსტ კონფლიქტური და ბუნებრივი კატასტროფებით დანგრეული რეგიონების აღდგენაში ჩართულობა , ისევე როგორც იძულებით ადგილნაცვალი ადამიანების შინ დაბრუნების ხელშეწყობაა.
ეს კი სწორედ ის დარგებია, რომელთა გადაწყვეტაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მონაწსილეობს: „განვითარებაზე ორიენტირებული ჩვენი ინიციატივები ისეთ სიტუაციებზე მუშაობს, რომელთა ყურადღების გარეშე დატოვებას ხშირად, ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები თუ ტერორისტული ჯგუფები თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ“-კონგრესში, საბიუჯეტო ქვეკომიტეტში გამართული საჯარო მოსმენისას განაცხადა იუესეიდის ადმინისტრატორმა მარკ გრინმა.
“საერთაშორისო განვითარების სააგენტო ამასთან, იძულებით ადგილნაცვალ ოჯახებს და მათ მიმღებ თემს ეხმარება გადაილახოს მასობრივი მიგრაციის შესაძლებლობა-აცხადებს მარკ გრინი და დასძენს, რომ სააგენტო ასევე აქტიურობს იმ ქვეყნებისა თუ რეგიონული თემების დახმარების მიმართულებით, რომლებიც კონფლიქტებმა და ომმა დაანაწევრა. ამით კი ეს ძალისხმევა სამხედრო ძალების მიერ მიღწეულ წარმატებებს უფრო მეტად უსმევს ხაზს. როგორც მარკ გრინი ამბობს, “ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარება ამ სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილად უნდა დარჩეს.”
საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვა უწყებებთან თანამშრომლობს უფრო კომპლექსური პრობლემების მოსაგვარებლად. მაგალითისთვის, ის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან მუშაობს ქალაქ რაქაში მდგომარეობის დასარეგულირებლად, იმისთვის რომ მისმა მაცხოვრებლებმა შინ დაბრუნება შეძლონ.
ამაზე პასუხად, თავდაცვის დეპარტამენტი სააგენტოს ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფებს ეხმარება ქარიშხლის, მიწისძვრის და სხვა ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთან მუშაობის დროს.
„საერთაშორისო განვითარების სააგენტო მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მრავალმხრივ საერთაშორისო სტრატეგიაში, რომელიც ჯანდაცვის გლობალური უსაფრთხოების ეგიდით ინფექციურ დაავადებათა პრევენციას, ეპიდემიების დაძლევას და ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამომუშავებას ისახავს მიზნად. ველური ცხოველების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ვმუშაობთ, ამ საქმიანობას ხშირად კრიმინალური დაჯგუფებები საკუთარი ოპერაციების დასაფინანსებლად იყენებენ-თქვა გრინმა და დასძინა, რომ იმდენად რამდენადაც რეაგირება ჰუმანიტარულ კრიზისებზე ამერიკის გლობალური ლიდერობის უმთავრესი ნაწილია, საერთაშორისო განვითრების სააგენტო სწორედ ჰუმანიტარული დახმარების ძალისხმევის დაწინაურებას და დახვეწას ცდილობს.”
ეს არის ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.