რეკორდული სიცხეები აშშ-ში

ცხელი ამინდის შედეგად 30 ადამიანია დაღუპული
შეერთებულ შტატების ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში ცხელმა ამინდმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რის შედეგადაც დაახლოებით 30 ადამიანია დაღუპული.

გუშინ ვაშინგტონში ცელსიუსით 40 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა. ეს იმ დროს,როდესაც გასულ კვირას მომხდარი შტორმის შედეგად ბევრი მაცხოვრებელი ჯერ კიდევ ელექტროენერგის გარეშეა დარჩენილი. ამინდის ეროვნული ბიუროს ცნობით, ორშაბათიდან აგრილება დაიწყება, რისი მიზეზიც კანადიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები იქნება.