არკანზასის შტატში მდებარე ლითლ როკის გარეუბნები ქარიშხლით ყველაზე მეტად დაზარალდა
შეერთებული შტატების სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილს ზედიზედ რამდენიმე ტორნადო დაატყდა თავს. ციკლონმა სულ მცირე 16 ადამიანი იმსხვერპლა. ფილიპინებზე ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა ობამამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. შეერთებული შტატების ლიდერი დაზარალებული რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებებს დაპირდა, რომ მთავრობა მათ აღდგენით სამუშაოებში დაეხმარება.
არკანზასის შტატში მდებარე ლითლ როკის გარეუბნები ქარიშხლით ყველაზე მეტად დაზარალდა. სამხრეთის შტატის ოფიციალური პირების განცხადებით, იქ ამ წუთისთვის დაღუპულთა რიცხვი 15-ს შეადგენს. მეთექვსმეტე კი ოკლაჰომას შტატში გარდაიცვალა. ძლიერმა ქარებმა ათეულობით სახლი დაანგრია, ხეები წააქცია და მანქანები გადააყირავა.