რა განაპირობებს თინეიჯერების ზოგჯერ უცნაურ ქცევას და როგორ ხდება მოზარდის მიერ სტრესზე რეაგირება?
Your browser doesn’t support HTML5
მოზარდებთან ურთიერთობა ზოგჯერ რთულია. განწყობის მიხედვით ხშირად არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ. და მაინც, რა არის ის, რაც თინეიჯერის თავისებურ ქცევას განაპირობებს?
„სტრესი თინეიჯერებს უფრო რთულად გადააქვთ. და თუკი გადაწყვეტილების მიღება სტრესის ფონზე ხდება, აუცილებელია ნერვული სისტემის იმ მექანიზმების ცოდნა, რაც სტრესს და ცუდ გადაწყვეტილებას შორის კავშირს განაპირობებს“.
ფსიქოლოგი ადრიანა გალვანი კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს ანჯელესის ფილიალიდან, ნოვატორულ კვლევაში მონაწილეობს, რომელიც თინეიჯერთა ტვინის ფუნქციებზე სტრესის შემდგომ ეფექტებს სწავლობს.
კვლევაში მონაწილეთა სტრესის დონეზე დაკვირვება და კონტროლი ყოველდღიურად ხდება. და როცა ის მაღალია, თინეიჯერებს კლინიკაში იბარებენ.
სანამ 18 წლის ნულიფერი საგანგებოდ შერჩეულ თამაშს „რისკი და ჯილდო“ თამაშობს, მეცნიერები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით ტვინის ფუნქციებს აკვირდებიან.
თამაშის განმავლობაში გამუდმებით ფულზე სანაძლეო იდება.
„რისკის აწონ-დაწონვა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ხდება. ფოტოებზე რისკიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესს ვაკვირდებით“.
ფოტოზე კარგად ჩანს, თუ როგორ ხდება სტრესის და რისკის კომბინაციით თინეიჯერის ტვინში ე.წ. „ჯილდოს სისტემის“ სტიმულირება.
„თინეიჯერი რისკიანი გადაწყვეტილების დროს „ჯილდოს სისტემაში“ მეტ აქტივობას აჩვენებს. ზრდასრულთან შედარებით, რისკიან გადაწყვეტილებას უფრო ხშირადაც იღებს.“ .
საქმე იმაშია, რომ მოზარდის შუბლისწინა არეში ტვინის ქერქი ბოლომდე განვითარებული არ არის. სწორედ იმ ნაწილზეა საუბარი, რომელიც ქცევას აკონტროლებს და სტრესულ სიტუაციაშია საჭირო.
„ეს შეიძლება იყოს გადამოწმების, შედეგების განსაზღვრის უნარი, მომავალი ზემოქმედების გათვლა და ასე შემდეგ. ანუ რა ხდება: იმის გამო, რომ შუბლისწინა არეში ტვინის ქერქი ბოლომდე განვითარებული არ არის, სტრესულ მდგომარეობაში მყოფ თინეიჯერს სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ძალიან დაქვეითებული აქვს. “
ასე რომ, თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს უნდა ვეცადოთ მათ მდგომარეობაში შევიდეთ და მათ ადგილას თავი უფრო ხშირად წარმოვიდგინოთ.